ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი


ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა ახალშენის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია