ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ავარია ნასაკირალის უღელტეხილზე _ დაშავებულია 8 ადამიანი


ავარია ნასაკირალის უღელტეხილზე  _ დაშავებულია 8 ადამიანი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნასაკირალის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შეჯახების სავარაუდო მიზეზად მოცურება სახელდება. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. გურია ნიუსი დეტალებს შსს-ში არკვევს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია