ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ავარიას სიძე და ცოლისძმა ემსხვერპლნენ


ავარიას სიძე და ცოლისძმა ემსხვერპლნენ

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - გარდაცვლილები სიძე და ცოლისძმა არიან. შემთხვევა წუხელ, სოფელ ვარდისუბანთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ, სველ გზაზე მოცურდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი, 28 და 35 წლის ასაკის მამაკაცები ადგილზე დაიღუპნენ. გარდაცვლილები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანიდან არიან. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. წყარო: primetime.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია