ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ავთანდილ თალაკვაძე, კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა


ავთანდილ თალაკვაძე, კამპანიის ფარგლებში,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ, კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. „ოზურგეთის სოფლებში, იმ უბნებში შევხვდით მოქალაქეებს, სადაც საბაზისო პრობლემებია მოსაგვარებელი. უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმა სწორად არის შედგენილი: წყლით მომარაგების საკითხი; შიდა გზების მოწესრიგება; ტრანსპორტი; სკვერები და ელემენტარული სპორტული ინფრასტრუქტურა. სხვა საკითხებთან ერთად, ამ მიმართულებით შევუდგებით მუშაობას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ“, _ განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია