- მარტი 02, 2026
ავტობანზე მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა _ არის გარდაცვლილი და დაშავებული
- იანვარი 05, 2024
- , პოლიტიკა
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, დაშავებულები კი მგზავრები არიან. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). წყარო: მთავარიტვ