ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე- დაშავებულებიდან 4 ბავშვია


ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე- დაშავებულებიდან 4 ბავშვია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან 4 ბავშვია. შემთხვევა იგოეთის სიახლოვეს მოხდა, ,,მიცუბიშის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ავტომობილში მყოფი 2 პირი და 4 არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. წყარო: interpressnews



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია