- მარტი 02, 2026
ავტოსაგზაო შემთხვევა სკოლასთან – გარდაცვლილია ქალი და დაშავებულია 6 ბავშვი
- სექტემბერი 15, 2023
- , პოლიტიკა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში - გარდაიცვალა ქალი და დაშავდა 6 არასრულწლოვანი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქალაქ საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი პირი მართავდა, ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომანქანის დაშავებული მგზავრები კი, რომლებიც საგარეჯოს პირველი სკოლის მოსწავლეები არიან, საგარეჯოს „ჯეოჰისპიტალსში“ გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ნაწილებად არის დაშლილი. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება. "პრაიმტაიმი"