ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გოგო დაიღუპა


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გოგო დაიღუპა

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის გოგო დაიღუპა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გოგონა გზას კვეთდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც ირკვევა, ავარიაში მონაწილე მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო: ინფორუსთავი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია