ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მოვიწვევ _ დონალდ ტრამპი


ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მოვიწვევ _ დონალდ ტრამპი

აშშ-ის ახლად არჩეული 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ის თავის ახალ ადმინისტრაციაში გაერო-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს ნიკი ჰეილის და ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს არ მოიწვევს. "მე არ მოვიწვევ ყოფილ ელჩს ნიკი ჰეილის და ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, რომ შეუერთდნენ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ამჟამად ფორმირების პროცესშია. ჩემთვის სასიამოვნო და დასაფასებელი იყო მათთან მუშაობა და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. გახადეთ ამერიკა ისევ დიდებული!" - წერს ტრამპი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია