- მარტი 02, 2026
ახალგაზრდა გოგომ სუიციდი სცადა
- აპრილი 05, 2023
- , პოლიტიკა
20 წლამდე გოგომ სუიციდი სცადა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა მე-3 სართულის ფანჯრიდან გადმოხტომას ცდილობდა, რის მიზეზადაც პერსონალური პრობლემები დასახელდა. ადგილზე მყოფი პირების თქმით, გოგონამ გამოცდაზე დაბალი შეფასება მიიღო, რაც ძალიან განიცადა. ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ამ დროისთვის ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. წყარო: ინფო რუსთავი