ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ახალი დეტალები კაფეში მომხდარ სროლაზე- დაჭრილების ვინაობა ცნობილია


ახალი დეტალები კაფეში მომხდარ სროლაზე- დაჭრილების ვინაობა ცნობილია

მოსაშვილზე სროლისას დაჭრილია ორი პირი - ვაკეში მომხდარის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ფეხბურთელი გუგა ფირცხალავა, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. დაჭრილია კიდევ ერთი პირი - რეზი ჯაფარიძე. შეგახსენებთ, სროლა მოსაშვილის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას, რამდენიმე წუთის წინ იყო. შეიარაღებული პირი ახალგაზრდა კაცს კაფე "სტრადაში" დაესხა თავს. თვითმხილველებმა 1 საეჭვო პირი დაინახეს, რომელიც სროლის შემდეგ, ვაკის პარკის მიმართულებით გარბოდა. ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ. წყარო: მთავარი არხი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია