- მარტი 02, 2026
ახალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების ხანგრძლივობა გაიზრდება
- სექტემბერი 12, 2022
- , პოლიტიკა
ახალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების ხანგრძლივობა 10-15 წუთით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას etaloni ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ თუ შარშან ერთ გაკვეთილს 30-35 წუთი ეთმობოდა, ამჯერად სკოლებს აღარ აქვთ უფლება საგაკვეთილო დრო შეამცირონ. კლასების მიხედვით, გაკვეთილების ხანგრძლივობა 40 ან 45 წუთი იქნება. ინფორმაციისთვის, საგაკვეთილო დროის შემცირება პანდემიით იყო გამოწვეული. ვრცლად: etaloni.ge