- მარტი 02, 2026
ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა
- მაისი 05, 2025
- , პოლიტიკა
დღეს, 5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. როგორც ადგილობრიივები ამბობენ, მცირეწლოვანი პროზექტურაშია გადაყვანილი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განმარტებით, ბავშვი 2 წლისაა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. წყარო: სამხრეთის კარიბჭე