ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა — წულუკიანი


ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა — წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რეჟისორი, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა და მას, ისევე, როგორც სხვებს, უბრალოდ "ვადა გაუვიდა". წულუკიანი განმარტავს, რომ ამ პოზიციაზე შესარჩევად საკონკურსო პროცედურები მიმდინარეობს და თუ წულაძე განაცხადს შეიტანს, განიხილავენ. "ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს ჩვენს სისტემაში და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები. თუკი ის სამხატვრო ხელმძღვანელები, ვისაც ვადა გაუვიდა და ზოგიერთი მათგანი მართლაც ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს ისიც პოზიციაზე, რა თქმა უნდა, მისი განაცხადიც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული", — განაცხადა მან.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია