ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს


ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს

დღეს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევა, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა. სადარბაზოს ადგილას ამ დროისთვის მხოლოდ ნანგრევებია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში. ნანგრევებში ათამდე მანქანაა მოყოლილი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ნანგრევებს შორის მოყოლილი მანქანიდან 6-7 წლის ბავშვი გამოიყვანეს. იგი ცოცხალია. ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. წყარო: "ბათუმელები"



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია