ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბახმაროში ადიდებულ მდინარეში მიკროავტობუსი ჩარჩა _ მობილიზებულია სამაშველო სამსახური


ბახმაროში ადიდებულ მდინარეში მიკროავტობუსი ჩარჩა _ მობილიზებულია სამაშველო სამსახური

ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მდინარეში ჩარჩენილი სამარშრუტო მიკროავტობუსის ამოსაყვანი ღონისძიებები ტარდება. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა დაბა ბახმაროში, დავით ჟღენტმა უთხრა, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამუშაოები. "2-დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მდინარე ბახვისწყალი აადიდა და მიკროავტობუსი ვერ გამოვიდა. მგზავრები გადმოყვანილია და უსაფრთხოდ არიან. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალების გამოყვანის სამუშაოები", _ გვითხრა დავით ჟღენტმა. ფოტო "გურია ნიუსს" დავით ჟღენტმა მოაწოდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია