ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა


ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

გაცნობებთ, რომ მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით 2022 წლის 22 ივნისს გაიმართება. თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა ასე განისაზღვრა: 2022 წლის 22 ივნისი 12:00 საათი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, შესაბამისად სკოპინგის საჯარო განხილვის ორგანიზატორიც სწორედ ეს უწყებაა. ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 2 ივნისს და ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 6 ივნისს. გთხოვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/194.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია