ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბედნიერების „სტატისტიკა“


ბედნიერების „სტატისტიკა“

რამდენიმე დღის წინ სოციოლოგებმა გამოარკვიეს, რომ გასულ წელს ყველაზე ბედნიერ ადამიანებად დანიისა და შვეიცარიის მოსახლეობას მიაჩნდა თავი. ამ ქვეყნების მოქალაქეთა 78 პროცენტი ცხოვრებით კმაყოფილია. „ყველაზე ბედნიერებს“ უახლოვდებიან სხვა ევროპელებიც: ფინელები, ავსტრიელები, ბელგიელები, აგრეთვე, მსოფლიოს ისეთი დიდი და განვითარებული ქვეყნების მცხოვრებნი, როგორიცაა კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები. კვლევების დროს რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ მხოლოდ ერთ შეკითხვაზე: კმაყოფილი ხართ თუ არა ცხოვრებით, განსაზღვრეთ „სკალით 1-დან 10 ქულამდე“. 1 ქულა ნიშნავდა „სრულებით არ ვარ კმაყოფილი“, ხოლო 10 ქულა – „აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ“. კვლევების თანახმად, ბედნიერების დონე მსოფლიოში ასე განაწილდა: 8,3 ქულა – შვეიცარია და დანია; 7,9 – ფინეთი; 7,8 – კანადა; 7,7 – ავსტრალია; 7,6 – ავსტრია; 7,5 – ბრაზილია; 7,4 – ამერიკის შეერთებული შტატები; 7,3 – ბელგია; 7,1 – გერმანია და დიდი ბრიტანეთი; 6,7 – იტალია; 6,6 – საფრანგეთი; 6,4 – საბერძნეთი; 6,3 – ჩინეთი. ბედნიერთა შორის მოხუცებულთა და ახალგაზრდა მცხოვრებთა თანაბარი რაოდენობაა. აგრეთვე, პრაქტიკულად, არ იყო განსხვავება კაცებსა და ქალებს შორის. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია