ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბერძნულ-რომაულთა ექვსი მედალი და გუნდური ჩემპიონობა უნგრეთიდან


ბერძნულ-რომაულთა ექვსი მედალი და გუნდური ჩემპიონობა უნგრეთიდან

ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი _ 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონები ლუკა ჯავახაძე (48კგ) და არჩილ ბოლქვაძე (80კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს ანრი ფუტკარაძე (65კგ) დასჯერდა, ხოლო ბრინჯაო თამაზ ღლონტმა (55კგ), ანრი ხოზრევანიძემ (45კგ) და რატი ხოზრევანიძემ (60კგ) მოიპოვეს. მედლის მოპოვებამდე თითო გამარჯვება ბესიკ მახარაძეს (51კგ) და თორნიკე მიქელაძეს (71კგ) დააკლდათ. ფედერაციისვე ინფორმაციით, ხვიჩა ქორიძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა _ 141 ქულა. მეორეზე უკრაინაა _ 127 ქულა, მესამეზე _ რუსეთი 124 ქულით. ავტორი: სოფო წილოსანი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია