ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბიძინა ივანიშვილი – შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით შედგა, ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა


ბიძინა ივანიშვილი – შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით  შედგა, ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. ის დღეს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის თემაზეც საუბრობს. როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შეხვედრა 21 მარტს ელჩის თხოვნით ნამდვილად შედგა და ის სამ საათს გაგრძელდა. „რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა, განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია