ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”


“ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”

ქართული კომედია “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” მრავალ ჩვენთაგანს აქვს ნანახი. ამ ფილმის რეჟისორი გუგული მგელაძე იხსენებდა: “ამ სურათის შექმნა, მართლაც, თავიდან ბოლომდე კურიოზებით იყო სავსე. მახსოვს, შეხვედრაზე მჟავანაძემ იკითხა, რა ჰქვია ფილმსო და როგორი სათქმელი იყო – “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი!”. ვზივარ ენაჩავარდნილი, ხმას არ ვიღებ. მჟავანაძე ახლა სხვებს მიუბრუნდა: - მან არ იცის, რა ჰქვია მის ფილმს, მაშ როგორ გადაიღო? - იცით, - ჩაერია კულტურის მინისტრი, - უბრალოდ, “ბოდიში” - ბოდიშების დრო არა გვაქვს, - შეაწყვეტინა მჟავანაძემ. - არა, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” - მე, კაცო?! – სიტყვა აღარ დაამთავრებინა, ისე შეიცხადა ცკ-ის პირველმა მდივანმა. ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ფილმის ჩვენება და, ვაიმე! არავინ იცინის. პირველი მდივანი არ იცინის და ვინ გაბედავს გაცინებას?! უყურებენ, უყურებენ. იპოლიტე რომ გამოჩნდა ეკრანზე – “ჰა, ჰა, ჰა”, - გაიცინა მჟავანაძემ. ახარხარდა დარბაზი და ამან გადამარჩინა.” [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია