ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბრეგაძე: იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნება


ბრეგაძე: იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნის შესახებ ისაუბრა. „სულ ცოტა ხანში ჩვენ გავხსნით იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამულ მუზეუმს, რაც, თავის მხრივ, არის უნიკალური და ნებისმიერ მნახველს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია ნებისმიერ სამართლის ძეგლზე, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში. ასევე, იქნება შესაძლებლობა, გაეცნონ მსოფლიოს სამართლებრივ ისტორიას. ეს იქნება უნიკალური მუზეუმი, რომელსაც მსოფლიოში ნამდვილად არ აქვს ანალოგი სამართლის კუთხით", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია