ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიული წიგნი სინათლეს დღეს იხილავს


ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიული წიგნი სინათლეს დღეს იხილავს

ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიულ წიგნს, სახელწოდებით „ქალი ჩემში“, მომღერლის ფანები განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან მასში სპირსი მეურვეობის გახმაურებულ საქმესაც შეეხება. "ჩემი წიგნი 24 ოქტომბერს გამოვა", — ამბობდა პოპვარსკვლავი გავრცელებულ ვიდეოში, — "ამ წიგნზე ბევრი ვიმუშავე, მის დასასრულებლად კი ფსიქოლოგთან არაერთი სეანსიც დამჭირდა. ასე რომ, იმედია, მოგეწონებათ. თუმცა, თუ არ მოგეწონებათ, არც ეგაა პრობლემა". მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი სასამართლომ მამის 13-წლიანი მეურვეობისგან გაათავისუფლა, ბრიტნის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემის უფლების მოსაპოვებლად რამდენიმე გამომცემლობა იბრძოდა. საბოლოოდ, ეს უფლება „Simon & Schuster“-ის შვილობილმა კომპანია „Gallery Books“-მა მოიპოვა. "ბრიტნის ჩვენებებმა სასამართლოზე მსოფლიო შეძრა, კანონები შეცვალა, მისი შთამაგონებელი სიძლიერე და შეუპოვრობა გამოაჩინა", _ ამბობს „Gallery Books“-ის წარმომადგენელი, _ "ეჭვი არ მეპარება, რომ მის ავტობიოგრაფიულ წიგნსაც მსგავსი ეფექტი ექნება. ვამაყობთ, რომ ბრიტნის საკუთარი ისტორიის მოყოლაში ვეხმარებით". საკუთარი ისტორიის მოყოლა კი სპირსს ნამდვილად უნდოდა. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ მხოლოდ ის სურდა, "თავისი ცხოვრება დაებრუნებინა" და მსოფლიოსთვის გულწრფელად მოეყოლა ყველაფერი. „Gallery Books“-ის გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ, რომ სპირსის ავტობიოგრაფია "გაბედული და გასაოცრად ამაღელვებელი ამბავია თავისუფლებაზე, პოპულარობაზე, დედობაზე, გადარჩენაზე, რწმენასა და იმედზე". ბრიტნი სპირსის „ქალი ჩემში“ დღეს, 24 ოქტომბერს გამოიცემა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია