- მარტი 02, 2026
ბუკნარი, გომისმთა და ოზურგეთი _ გურიაში ზედიზედ სამი მიწისძვრა მოხდა
- თებერვალი 19, 2023
- , პოლიტიკა
დღეს, 19 თებერვალს, გამთენიისას საქართველოში სამი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. პირველი მიწისძვრა დაფიქსირდა 05:18:17 საათზე ქალაქ ოზურგეთიდან სამხრეთით – 2კმ-ში, სოფელი კვაჭალათთან. მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო. მეორედ მიწისძვრა 06:27:18 საათზე მოხდა. 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქალაქი ოზურგეთი – აღმოსავლეთი – 14კმ. კურორტი გომისმთა – 4კმ. მესამე მიწისძვრის ეპიცენტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.