- მარტი 02, 2026
ცესკო-მ საარჩევნო უბნების დათვლა დაასრულა – როგორია შედეგები
- ოქტომბერი 27, 2024
- , პოლიტიკა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებიდან ბიულეტინების თვლა დაასრულა. როგორც მათ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, წინასწარი შედეგების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 53.92% მოიპოვა, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო. „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.161% (210 787 ხმა) მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.814 % (182 839 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.771% (161 215 ხმა). შეგახსენებთ, მარნეულის ერთ უბანზე შედეგები გაუქმებულია.