ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჩაის მწვანე ფერიდან,  მეწამულ ფართობებამდე


ჩაის მწვანე ფერიდან,  მეწამულ ფართობებამდე

გურიაში, იანვრის უჩვეულოდ თბილ და მზიან ამინდში, მოცვის პლანტაციებს სხლავენ. ჯერ კიდევ ფოთლებშერჩენილი კულტურა, მეწამულად ელვარებს. დიდი ხნის წინ, ამ ტერიტორიებზე ჩაის მწვანე ფართობები ჩანდა. კომუნისტურ ეპოქაში რომ კრეფდნენ, თან უმღეროდნენ. _ორივე რომ იყოს, გვერდი-გვერდ, ჩაიც და მოცვიც, უფრო ლამაზი იქნება. თან უმჯობესიც, კარგი იყო, არ აგვეჭრა ჩაის ბუჩქი, მაგრამ აი მოგვიტანა დროებამ, - ერთმანეთს გადაუალაპარაკებენ ხოლმე, ამ ჯერად მოცვის გასხვლით დაკავებული გურულები. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია