ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჩოხატაურელ კარლო ცხომელიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა


ჩოხატაურელ კარლო ცხომელიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

ჩოხატაურელ მასწავლებელს კარლო ცხომელიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა, _ ინფორმაციას და მისალოც ტექსტს სოციალურ ქსელში ბასილეთის საჯარო სკოლა ავრცელებს. "გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლა ულოცავს ბატონ კარლო ცხომელიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებას! მშვიდობიან გარემოს, წარმატებებს და კიდევ დიდხანს მომავალი თაობის სამსახურში ყოფნას გისურვებთ ბატონო კარლო!" _ წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე. "გურია ნიუსი" ულოცავს ბატონ კარლოს დამსახურებულად აღიარებას და წარმატებებს უსურვებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია