ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა

ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომლის ტრადიციასაც სამი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ფესტივალში მონაწილეობდნენ გურიის საოჯახო მარნები და მეღვინეობები, ასევე საოჯახო მარნები იმერეთიდან, რაჭიდან, კახეთიდან და ცნობილი ღვინისმწარმოებელი კომპანიები. ღონისძიება ჭურის მოხდის ცერემონიით დაიწყო. სტუმრების განწყობაზე ადგილობრივმა შემოქმედებითმა ანსამბლებმა და მოწვეულმა მუსიკოსებმა იზრუნეს. ფესტივალს ესწრებოდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. #გურულიღვინისფესტივალი2024



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია