ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჩოხატაურის რომელ სკოლაში ვერ განახლდა სწავლა


ჩოხატაურის რომელ სკოლაში ვერ განახლდა სწავლა

დღეს სასწავლო პროცესი განახლდა ჩოხატაურის საჯარო სკოლებში. თუმცა, სწავლის განახლება ტექნიკური პრობლემის გამო ჩხაკაურას საჯარო სკოლაში ვერ მოხერხდა. "ყველგან განახლდა სწავლა, გარდა მაღალმთიანი სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლისა. დიდთოვლობის სკოლის გათბობის საქვაბის მუშაობა შეფერხდა. დირექციამ დღეს უზრუნველყო საქვაბის ტექნიკური პრობლემის მოწესრიგება. სკოლა ხვალიდან განაახლებს სასწავლო პროცესს",_ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია