ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჩოხატაურის რომელ სკოლებშია დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები


ჩოხატაურის რომელ სკოლებშია დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები

ჩოხატაურის რამდენიმე სკოლაში საკლასო ოთახში სწავლებაზე წერტილოვანი შეზღუდვებია დაწესებული. „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძირითადად მოსწავლეებში ფიქსირდება. „კორონავირუსი დაფიქსირდა ჩხაკაურას საჯარო სკოლის რამდენიმე კლასში, ბასილეთის საჯარო სკოლაში, ამაღლების საჯარო სკოლის რამდენიმე კლაში. ამ სკოლებში, კლასები სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, გადაყვანილია ონლაინსწავლებაზე. სამწუხაროდ, ვირუსი უმეტესად უფიქსირდებათ მოსწავლეებს“,_ ამბობს სიხარულიძე. [sexy_author_bio] ამავე თემაზე: ჩოხატაურში ონლაინსწავლებაზე კიდევ ერთი სკოლა გადადის



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია