ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს


ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ გასულ 24 საათში კორონავირიუსით ინფიცირების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. "ინფიცირებულებს შორის მხოლოდ ჩოხატაურის მცხოვრებლებიო არ არიან. ინფიცირებულები არიან სხვა რაიონებიდან შემოსულებიც, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების დადასტურების შემდეგ უბრუნდებიათ თავიანთ საცხოვრებელ სახლებს. ინფიცირების შემთხვევების ზრდა კი მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების არ დაცვას უკავშირდება. გრძელდება შეხვედრები, დაბადების დღეების აღნიშვნები, თავშეყრები და ამან განაპირობა შემთხვევების მატება",_ გვითხრა ჯიბუტმა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია