- მარტი 02, 2026
ჩოხატაურში სოფლის კრებები დაიწყო – რას ითხოვს მოსახლეობა
- თებერვალი 07, 2024
- , პოლიტიკა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები/კონსულტაციები დაიწყო. დღეს შეხვედრები გაიმართა საყვავისტყის, დაბლაციხის, ბუკისციხისა და იანეულის მოსახლეობასთან. მოქალაქეებმა თავიანთი სოფლებისთვის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს. შეხვედრებს ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე, მერის თანაშემწე მაია პაიჭაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "ახლა ისაზღვრება პრიორიტეტები. მაგალითად, მოსახლეობას ძირითადად უნდა შიდა გზების და წყლის სისტემის მოწესრიგება. დაბლაციხის ცენტრში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოითხოვეს და რაც დარჩება თანხა, იმით შიდა გზების რეაბილიტაცია. იანეულში, მაგალითად, შიდა გზების და წყლის სისტემის რეაბილიტაციის გარდა, ერთ მონაკვეთზე განათების დამატება მოითხოვეს. ჩვენ, იმისდამიხედვით, რაც მოითხოვა მოსახლეობამ, შევისყიდით პროექტებს და გამოჩნდება რისი გაკეთება შეიძლება. შეიძლება, სოფლისთვის გამოყოფილი თანხა ეყოს ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან არ ეყოს",_ გვითხრა მაია კუტუბიძემ. ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროგრამისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 730 000 ლარია გამოყოფილი. საერთო კრებები და კონსულტაციები 23 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. [simple-author-box]