- მარტი 02, 2026
“ჩვენ სიყვარულთან ბრძოლა წავაგეთ…” – რა დაწერა 17 წლის ნინიმ სიკვდილამდე
- ოქტომბერი 30, 2023
- , პოლიტიკა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში ტრაგედია დატრიალდა _ ხობელი ახალგაზრდა ჯარისკაცი, რეზი ჩხეიძე ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა 26 ოქტომბერს მოხდა. ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, რა გახდა ახალგაზრდა სამხედროს გარდაცვალების მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, მას იარაღი გაუვარდა. სხვა ვერსიით კი, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რე-ზი ჩხეიძეს სამ-ხედ-რო სამ-სა-ხუ-რამ-დე წარ-მა-ტე-ბუ-ლი სპორ-ტუ-ლი კა-რი-ე-რაც ჰქონ-და. იგი კრივ-ში ორგზის იყო სა-ქარ-თვე-ლოს ჩემ-პი-ო-ნი ახალ-გაზ-რდებ-ში. სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. გუშინ კი, ამავე სოფლის მკვიდრი, მეთორმეტეკლასელი ნინი. საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა გარდაცვლილი რეზი ჩხეიძის შეყვარებული იყო. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. “ჩვენ სიყვარულთან ბრძოლა წავაგეთ” _ ეს იყო ბოლო ნინის უკანასკნელი სტატუსი სოციალურ ქსელში.