- მარტი 02, 2026
„ჩვენი საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომავალზეა ორიენტირებული“ – ავთანდილ თალაკვაძე (R)
- სექტემბერი 11, 2021
- , პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მერობის კანდიდატი დაბა ურეკის მცხოვრებლებს შეხვდა. „ ურეკში ჩვენს თანამოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა გავაცანი, რომელიც რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომავალზეა ორიენტირებული. სულ უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერა აქვს ჩვენს ინიციატივებს და პროექტებს, რომელიც მოიცავს:სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლებას; წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარებას და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგებას; თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის გამართვას და ახალი ავტობუსების შემოყვანას; ურეკში ახალი სკოლის მშენებლობას; სამეწარმეო, სოფლის მეურნეობის და ტურისტული პროექტების მხარდაჭერას - ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; სხვა ამოცანებთან ერთად, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, ამ საკითხებზე ვიმუშავებთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.