ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ცოცხალ-მკვდარი გურულის ამბავი


ცოცხალ-მკვდარი გურულის ამბავი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, ია ნაჭყებია, თავის ფეისბუქ-გვერდზე, კორონობის ჟამის შესატყვის ასეთ იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს: „ნამდვილად მომხდარა ეს ამბავი გუშინ გურიაში, ანეგდოტი არ გეგონოთ: გურულ მეკუბოვეს სასახლე შეუკვეთეს და სასწრაფოდ მოუწია დამზადება. დაღლილმა იფიქრა, ცოტას წავუძინებ და მერე გადავუტანო. რომ გაიღვიძა უკვე 21:00 საათი იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა მიეტანა და რაღას იზამდა?! მოიკიდა სასახლე ზურგზე და გაუყვა გზას. პატრულმა შენიშნა და ჰკითხა: - რაია, აი? სა მიხვალ ამ შვა ღამეს? ხო იცი, გარეთ გასვლა რომ არ შეიძლება?! ახლა გამოგიწერთ 3000 ლარიან ჯარიმასო. გურულმა უპასუხა: - არსათ არ მივალ, ძამა, აგერ ააა, ახლოში, საცხა დამასაფლავეს, არ მომეწონა იი ადგილი და სხვაგან გადავდივარო..“ პ.ს. რამოუვიდა იმ პატრულს, გურულები,ალბათ, აწი გააგრძელებენ თხრობას _მაგათ პირში ჩავარდნას, კორონა სულ არ გამოჩენილიყო, ხომ სჯობდა?(მ.ჩ)



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია