- მარტი 02, 2026
ცოლების ჰოროსკოპი
- დეკემბერი 02, 2021
- , პოლიტიკა
ცოლი-მეტოქე. ძლიერი ქალია და სუსტი მამაკაცები არ სჭირდება. სასურველი მხოლოდ ძლიერი კაცები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ყოველდღიურად მინი-აპოკალიფსს გაუძლონ, რადგან მათთან ცხოვრება წინააღმდეგობებით სავსეა და არასდროს დამშვიდდებიან. ცოლი-მოტივატორი. კუროები ხშირად სიმპათიურ ჩერჩეტებს მიჰყვებიან ცოლად, რადგან მათთან არასდროს მოიწყენს. მაგრამ სიყვარული სიყვარულია და ჭამა კი ყოველთვის სურს. მეტიც, უნდა ტანსაცმელი, მანქანა, სახლი. ის გენიალურად მანიპულირებს, ოსტატურად აშანტაჟებს. სანაცვლოდ, ჩერჩეტი მალე წარმატებულ და მდიდარ კაცად იქცევა. თუ გადარჩა. ცოლი-სარკე. მისტიკური, იდუმალი და საშიში ქალი. მათთან თავის მოჩვენება უშედეგოა, რადგან ადამიანის ამოცნობის ოსტატია. იდეალური ცოლი. ჭკვიანი, ლამაზი და კარგი დიასახლისია. მისთვის ოჯახი მთავარია და საყვარელ ადამიანს ყოველთვის გვერდში უდგას. ცოლი-დედოფალი. ცოლად მხოლოდ მათ მიჰყვებიან, ვისაც მაშინვე სამეფოს უზრუნველყოფა შეუძლია. ის გვერდით კონკურენტს ვერ აიტანს, ამიტომ ყველა თავის ადგილზე უნდა იყოს. ქალი ბრწყინავდეს, მამაკაცი კი მას უზრუნველყოფდეს. ძალიან ჭკვიანი ქალი. ყველაფერი ესმის და არაფრის ახსნა არ სჭირდება. მხარს ყოველთვის დაგიჭერთ, ბრძნულ რჩევას მოგცემთ. ცოლი-კნუტი. საყვარელი, მომხიბვლელი, პირდაპირი, ჩხუბში კი აბსოლუტურად გამოუსადეგარი. მას აუცილებლად უნდა აუხსნათ, თუ რამე ისე არ არის. ცოლი-ჯადოქარი. ნებისმიერს მიიზიდავს, შემდეგ კი მას დიდების, წარმატებისა და სიმდიდრის მიზიდვის ჯადოს გაუკეთებს. „იყავი დომინანტი და დაამცირე“ - ეს ქალი მორიელების ცხოვრების კრედოა. მშვილდოსანი მებრძოლი მეგობარი. ის ქმრის ზურგს უკან მხოლოდ იმიტომ იმალება, რომ მას ტყვიები მიაწოდოს. განრისხებული მშვილდოსნის ნასროლის არიდება კი შეუძლებელია. მხოლოდ ერთი წინადადება დაგეხმარებათ - „მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, შენ კი მართალი ხარ, ძვირფასო“! პრინციპული ცოლი. ის არასდროს გაჰყვება ცოლად ნებისმიერ შემხვედრს. დარწმუნებული იყავით, რომ რჩეულს იდეალამდე დაამუშავებს და საბოლოოდ მის ოჯახში საუკუნო სიმშვიდე დაისადგურებს. მერწყული ფიქრობს, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ წვრილმანებზე დავხარჯოთ. მისთვის ოჯახური ცხოვრება - სიხარული, სიცილი და გართობაა. შესაბამისად ქმარი მერწყულ ცოლთან არასდროს მოიწყენს. გამუდმებით გართობის გამო კი, ხშირად თავის მოწესრიგებასაც ვერ ასწრებს. ცოლი-მსახიობი. ქმარმა არასდროს იცის, რას ფიქრობს სინამდვილეში. თუ თევზებს არ უზრუნველყოფთ, არ დაიცავთ, არ გააცინებთ, არ გაამხიარულებთ და მის ფეხქვეშ თქვენს შესაძლებლობლებს არ დაუფენთ - სამუდამოდ დაგემშვიდობებათ. [sexy_author_bio]