ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ცოტა გავმხიარულდეთ _ ანეკდოტები გურულებზე


ცოტა გავმხიარულდეთ _ ანეკდოტები გურულებზე

უცხო სოფელში დააღამდა გურულს. წვიმს და თან მშიერია. დაიძახა ჭიშკართან, ქალი გადმოდგა აივანზე. აუხსნა გურულმა _ მცივა, მწყურია და იმფერი მშიერი ვარ, ღამე სად გავათიო, არ ვიციო. შორს დაიჭირა ქალმა _ ქვრივი ვარ, ვერ ჩამოგიშვებ სოფელი გამლანძღავსო. _ მაშინ გავშრებიო, _ გურულმა. _ არაო, _ ქალმა. _ მჭადი მაჭამეო და არ მაქვსო; წყალი დამალევინეო და არ მომიტანიაო... _ ლომი თუ გაქვთ, ქალბატონო? _ ჰკითხა ბოლოს გურულმა. _ ლომი რად გინდაო, _ გაუკვირდა ქალს. _ რა და მოთხარე აი ჭიშკარი, მოსახლე არ ეგონო ვინმესო, _ დაარიგა გურულმა. კახელი სტუმრად არის გურიაში, სუფრიდან ადგება და მასპინძელს ეკითხება: _ ჯო, აქ ტუალეტი სადა გააქვთ?_ ეზოს ბოლოში, ძამა...ეზო საკმაოდ გრძელია, წავა ეს კახელი, მაგრამ გზა ეშორა, იქვე ღობეს მიადგება და აჟუჟუნებს.ჩამოუვლის ყაზილარი:_ გამარჯობა, ბიძია.კახელი არ პასუხობს._ გამარჯობა, ბიძია შენი.კახელი ისევ არ პასუხობს._ გამარჯობა, ბიძია..._ ჯო, ვერა ხედავ "კ..უ" მიჭირავს ხელში, დამანებე თავი და გაიარე რააა..._ ხელში გიჭირავს, ბიძია, პირში ხომ არა, მითხარი ზდილობიანად გამარჯობა და გევიარ, აპა რას ვიზამ! გურული ყანას თოხნის, დაიღლება, ჩამოჯდება, ამოიღებს სიგარტეს და კითხულობს: "მოწევა კლავს". დანანებით იტყვის, _ ეჰ, ძამა, ამფერს თოხის ტარზე არიკაცი კი არ მიაწერსო. გურულმა გახსნა სილამაზის სალონი და დაარქვა: "შემეიხედე, რას გავხარ!.." გურული ნადირობს ნაკრძალში, დეინახავს ირემს, გადმოიღებს ფიშტოს და ძეძგვებს ამ ირემს და ქი მოკლავს. გადეიგდებს მხარზე და მიაჩაქჩაქებს სახლში. გზაზე გადუუდგებიენ წინ ტყის მცველები, _ რაია აი, ირემი მოკალი ნაკრძალშიო? გურულს უკვირს: _ რამხელა გაზრდილა აი ნოდარიეს ყაზილარი: ორშაბათს რომ წამეიკრას ფეხი, სამშაბათს წაიქცევა. გურულ ქალს ეუბნებიან, "ნაბეღლავი" დალიე, არ გინდა? _ არა, მაი გაზიანია, მბერავს და მერე ჩემი ქმარი ეჭვიანობსო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია