ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ცხინვალში ხანძრის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა – დაშავებულების ნაწილი საქართველოში გადმოიყვანეს


ცხინვალში ხანძრის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა – დაშავებულების ნაწილი საქართველოში გადმოიყვანეს

ცხინვალში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულების ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. ცნობილია, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. წითელი ჯვრის ჩართულობით, გვიან ღამით ერგნეთის ე.წ. გამშვები პუნქტიდან 2 დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. "კურიერის" ინფორმაციით, ცხინვალიდან თბილისში 2 ქალი ჩამოიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები ჯერ არ საუბრობენ. ოკუპირებულ ცხინვალში კი ადგილობრივი მედია წერს, რომ მათი დაზიანებები მძიმე და კრიტიკულია. წყარო: rustavi2



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია