ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დაიღუპა ერთი და დაშავდა 7 მგზავრი – მძიმე ავარია საგარეჯოში


დაიღუპა ერთი და დაშავდა 7 მგზავრი – მძიმე ავარია საგარეჯოში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას გაერთიანებული ემირატების მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა მოცურების შედეგად, ჯერ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი, მიკროავტობუს შეეჯახა. ძლიერ შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გაერთიანებული ემირატების მოქალაქე 32 წლის ქალი და დაშავდა 7 მგზავრი. ექიმების განმარტებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია