ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დასავლეთის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ უფრო დაქუცმაცება – ლავროვი


დასავლეთის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ უფრო დაქუცმაცება – ლავროვი

დასავლეთის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ უფრო დაქუცმაცება, ხალხების ჩხუბი, ყველაზე ნათელი მაგალითია უკრაინაში „ანტირუსეთის“ შექმნა - ამის შესახენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელების შეხვედრაზე განაცხადა. „საიდუმლო არ არის, რომ „გაყავი და იბატონე“ ფილოსოფიას დასავლეთი აქტიურად იყენებს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მიმართებაში. მიზანი აბსოლუტურად ნათელია - პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ უფრო დაქუცმაცება, ჩვენი ქვეყნების და ხალხების დაპირისპირება, დააწესონ წამგებიანი ურთიერთქმედების სქემები, გლობალური პროცესების მინდვრებისკენ გასვლა“, - განაცხადა ლავროვმა პარასკევს მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელების შეხვედრაზე. „ასეთი დესტრუქციული კურსის ყველაზე ნათელი შედეგია უკრაინის ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევა“, - განაცხადა მან ლავროვის მტკიცებით, ასეთი "დესტრუქციული კურსის" ყველაზე ნათელი შედეგი უკრაინის ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევაა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია