- მარტი 02, 2026
დასტურია, რომ დიდი პრობლემები აქვთ – ბაიდენი ხერსონიდან რუსეთის ჯარის გასვლაზე
- ნოემბერი 10, 2022
- , პოლიტიკა
რუსეთის ჯარის ხერსონიდან გასვლას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოსალოდნელი იყო და აღნიშნა, რომ ეს რუსეთში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. „პირველ რიგში, ჩემთვის საინტერესოა, რომ ისინი ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას - და ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცოდით, რომ მიიღებდნენ ამას - არჩევნების დასრულებამდე(აშშ-ში). ეს გადაწყვეტილება არის იმის დასტური, რომ მათ, რუსეთის არმიას დიდი პრობლემები აქვს“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. [simple-author-box]