- მარტი 02, 2026
დატოვეს თუ არა თანამდებობები ვაჟა სირაძემ და ზვიად ხარაზიშვილმა (“ხარებამ”)
- მაისი 28, 2025
- , პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ორივე მათგანი სამინისტროში მუშაობას აგრძელებს. „არასწორია ინფორმაცია. ისინი აგრძელებენ შსს-ში მუშაობას“, - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, ვაჟა სირაძისა და ე.წ. ხარებას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.