- მარტი 02, 2026
დავითაშვილის მაგივრად ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა
- ივნისი 24, 2025
- , პოლიტიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა _ ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ამ დრომდე მოქმედი მინისტრი ლევან დავითაშვილს, ის ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს. მარიამ ქვრივიშვილს აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.