- მარტი 02, 2026
დაზიანებული სკამ-საქანელა სკვერში- რას აცხადებენ ჩოხატაურის მერიაში
- მაისი 21, 2025
- , პოლიტიკა
ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ პარკში სკამ-საქანელა დაზიანებულია. როგორც "გურია ნიუსს" მოქალაქეები ეუბნებიან, ცალი მხარე ჩამოვარდნილია და სარგებლობას ვერ ახერხებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს მიმართა. როგორც მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს: _პარკში სკამ-საქანელას ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება. შესაბამისი სამსახურები ინფორმირებულები არიან.