ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“დიდი დანაკლისი საქართველოსთვის” – ყველასთვის საყვარელი პოეტი გარდაიცვალა


“დიდი დანაკლისი საქართველოსთვის” – ყველასთვის საყვარელი პოეტი გარდაიცვალა

ყველასთვის საყვარელი პოეტი, თენგო ავსაჯანიშვილი გარდაიცვალა, ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. "კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს პოეტ თენგო ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო. თენგო ავსაჯანიშვილი სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. მისი პირველი ლექსები 1980-იან წლებში დაიბეჭდა რაიონულ გაზეთ „დარიალში“. 1990 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „ქართულ ფილმში“, შემდეგ - „ლიტერატურულ საქართველოში“ და ჟურნალ „ანეულში“. პოეტი ავტორია წიგნებისა „მელოდე“ (1998), „სიკვდილს რომ შევეუღლები“ (2000), „მე+შენ“ (2003), „აქ და იქ“ (2016). საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს თენგო ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს". როგორც ირკვევა, პოეტი მძიმე სენს ებრძოდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია