ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დილა “სამეზობლოს მარშით” დაიწყო – კიდევ რა მარშებია დღეს დაგეგმილი


დილა “სამეზობლოს მარშით” დაიწყო – კიდევ რა მარშებია დღეს დაგეგმილი

16 დეკემბრის დილა თბილისში "სამეზობლოს მარშით" დაიწყო. მარშის მონაწილეები 8:00 საათზე მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ: "სამეზობლო საქართველოსთვის!“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“, „არა ძალადობას!“. დღის განმავლობაში კიდევ არაერთი მარშია დაგეგმილი. ვრცლად ამ მარშების სია ასე გამოიყურება: 12:00 დაუჭირე მხარი ქართველი ხალხის ნებას! (უნგრეთის საელჩოსთან, ლვოვის ქ. 83) 12:00 - კურიერების მარში ( ჯანდაცვის სამინისტროდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე). 14:00 - ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველას! (ჯანდაცვის სამინისტრო. აკაკი წეწრეთლის გამზირი 144.) 15:00 - ხანდაზმულთა მსვლელობა (მეტრო რუსთაველიდან პარლამენტამდე) 16:00 - კინომატოგრაფთა და კინომოყვარულების მარში: საქართველო საფრთხეშია! 17:00 - ლიტერატურის მარში (ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.ივანე ჯავახიშვილის 7). 18:00 - მეცნიერთა მარში. (ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ა კორპუსიდან საქართველოს პარლამენტამდე). 19:00 - აქცია საქართველოს პარლამენტთან 20:00 - ჰოსთების მარში: უმასპინძლე ევროკავშირს! (რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედთან)



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია