- მარტი 02, 2026
ძლიერი ქარი, თოვლი და -14 გრადუსი ტემპერატურა _ ამინდი საქართველოში
- თებერვალი 05, 2022
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებული ცნობები გამოაქვეყნა. სინოპტიკოსთა ვარაუდით, 5 თებერვალს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, თოვლჭყაპი, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ფოთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით წვიმა და +4 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. მესტიაში თოვლი და -7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღისით +0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, მოსალოდნელია თოვლი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს. -1 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით -9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -10 გრადუსი იქნება. გორში ძლიერი ქარი და +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. გუდაურში დღისით -7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -7 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -17 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდები. გურჯაანში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც უნალექოდ ჩაივლის დღე. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. რუსთავში ამინდი, ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.