ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ძლიერი სეტყვა გომისმთაზე – დაზიანებულია სახლები, ავტომობილები, წყლის მილები


ძლიერი სეტყვა გომისმთაზე – დაზიანებულია სახლები, ავტომობილები, წყლის მილები

პრობლემები შექმნა გუშინ კურორტ გომისმთაზე მოსულმა ძლიერმა სეტყვამ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ კურორტ გომისმთაზე მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დამსვენებლების ავტომანქანები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მწყობრიდანა გამოსული სასმელი წყლის მილები, რის გამოც, დამსვენებლებს დაბის ცენტრალურ ნაწილში წყალი არ მიეწოდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მერის დავალებით სათავე ნაგებობების აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყეს. ამ დროისთვის, კურორტზე ძლიერი ნისლია. ფოტო: მერაბ სანიკიძე



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია