- მარტი 02, 2026
ძლიერი თოვა და ქარბუქი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
- იანვარი 07, 2023
- , პოლიტიკა
8-9 იანვარს, სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, მთაში და მაღალმთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.