ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ძლიერი ხანძარი თბილისში _ “ამბასადორი” განცხადებას ავრცელებს


ძლიერი ხანძარი თბილისში _ “ამბასადორი” განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო ამბასადორი განცხადებას ავრცელებს.“დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი. სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება. მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია.”



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია